ფეხბურთი

14:14 | 30.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალი და ბოატენგი "ბაიერნს" ტოვებენ

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე გუნდიდან შესაძლო წამსვლელ ფეხბურთელებზე საუბრობს. “კალე” ადასტურებს, რომ არტურო ვიდალი და ჟერომ ბოატენგი შესაძლოა დამდეგ სეზონში მიუნხენელთა რიგებში არ იყვნენ.

“ჩვენ უკვე ვთქვით, რომ გუნდში ერთი ან ორი ნახევარმცველი ზედმეტია. ყველაფერს მწვრთნელი გადაწყვეტს და მე არ შემიძლია ვთქვა ვინ დატოვებს გუნდს, მაგრამ ვიმუშავებთ ამ საკითხზე.

ბოატენგი? – მან და მისმა აგენტმა გასული სეზონის დასრულების შემდეგ გვითხრეს, რომ გუნდის გამოცვლა სურდათ. თუმცა, ჯერჯერობით, ჟერომი რჩება “ბაიერნის” ფეხბურთელად”, - განაცხადა რუმენიგემ.

აქვე გეტყვით, რომ ბოატენგის მომავალს ყველაზე მეტად “პარი სენ ჟერმენს” უკავშირებენ, ხოლო არტურო ვიდალი დიდი ალბათობით კარიერას მილანის “ინტერში” გააგრძელებს.

სტატისტიკა
0.225181