ფეხბურთი

13:20 | 30.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანის პირველი ჰეთ-თრიქი MLS-ში (+VIDEO)

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამერიკულ MLS-ს იპყრობს. ვეტერანმა შვედმა ლოს ანჯელეს "გალაქსისა" და "ორლანდო სიტის" შეხვედრაში გაიბრწყინა, ჰეთ-თრიქი შეასრულა! ეს იბრას პირველი ტრიპლია ოკეანისგაღმა.

"გალაქსი" მთელი თამაში აგებდა, მაგრამ ზლატანის ძალისხმევით თამაში შემოატრიალა და მოიგო კიდეც - 4:3 ("ანგელოზთაგან" ერთი გოლი, ცნობილმა მექსიკელმა ჯოვანი დოს სანტოსმა შეაგდო). ამასობაში, ვეტერან შვედს MLS-ში 17 თამაში და 15 გოლი დაუგროვდა.

სხვათა შორის იბრას 1 აგვისტოს, ყოფილი გუნდის, ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ MLS-ის ვარსკვლავთა შემადგენლობაში უნდა ეთამაშა, მაგრამ შვედმა დააანონსა, რომ მოედანზე ვერ გავა:

"ვწუხვარ, რომ "ოლ სტარის" რიგებში ვერ ვითამაშებ "იუვეს" წინააღმდეგ, ერთ-ერთ ყოფილ გუნდთან. ამ კვირაში 3 თამაში ჩავატარე და დასვენება მჭირდება. მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი "გალაქსისთვის" გოლების გატანა და პლეი-ოფის საგზურის მოპოვებაა", - აღნიშნა იბრაჰიმოვიჩმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116515