ფეხბურთი

1:55 | 30.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ნასიონალმა" გამარჯვება გიორგი არაბიძეს მიუძღვნა: "ეს შენთვის გიო!"

პორტუგალიის ლიგის თასზე გიორგი არაბიძის “ნასიონალმა” “ბოავიშტა” 2:1 დაამარცხა. ბუნებრივია, ამ შეხვედრაში არ უთამაშია ქართველ შემტევს, რომელსაც ამ დღეებში მამა გარდაეცვალა და სამწუხარო ამბის გამო საქართველოში იმყოფება.

საგულისხმოა, რომ “ნასიონალმა” გამარჯვება გიორგის მიუძღვნა:

“გიო, ეს გამარჯვება შენთვის”, - წერია სოციალურ ქსელში პორტუგალიელთა გვერდზე.

თავის მხრივ, არაბიძემ გუნდს და თანაგუნდელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

“მადლობა ბიჭებს, ჩვენ ერთად ვართ. ეს გამარჯვება ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე მიყვარს ეს გუნდი”, - დაწერა არაბიძემ.

შეგახსენებთ, გიორგი არაბიძე “ნასიონალს” დაახლოებით 1 თვის წინ შეუერთდა და გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120202