ფეხბურთი

13:25 | 29.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

შადლიმ შესაძლოა მომდევნო სეზონი თურქეთში გაატაროს

"ვესტ ბრომვიჩის" შემტევი ნასერ შადლი შესაძლოა "ბეშიქთაშში" აღმოჩნდეს. როგორც Turkish-Football-ი იუწყება, ბელგიის ეროვნული ნაკრების მოთამაშე სტამბოლელებს იჯარის წესით შეუერთდება.

ნასერმა გასული სეზონი ტრავმის გამო ფაქტობრივად გამოტოვა. შადლიმ მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის რობერტო მარტინესმა შემტევი ბელგიის ეროვნული ნაკრების განაცხადში შეიყვანა და ნასერმაც მისი იმედები გაამართლა.

"წითელი ეშმაკების" რიგებში ნასერმა ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მერვედფინალში იაპონიასთან დრამატულ მატჩში (3:2) გადამწყვეტი გოლი ბოლო წუთზე გაიტანა, ასევე ინგლისთან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საგოლე გადაცემაც გააკეთა.

0.125833