ფეხბურთი

1:55 | 28.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიამ სეზონი სუპერთასზე მარცხით და წითელი ბარათით გახსნა (+VIDEO)

მოსკოვის "ლოკომოტივმა" და სოლომონ კვირკველიამ 2018-2019 წლების სეზონი წარუმატებლად დაიწყეს. რუსეთის სუპერთასზე მოქმედი ჩემპიონი თასის მფლობელ ცსკა-სთან დამარცხდა და ტიტულის გარეშე დარჩა, ხოლო ქართველი მცველი გააძევეს.

ნიჟნი ნოვგოროდში გამართული მატჩის 90 წუთი უგოლოდ დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა. 106-ე წუთზე ცსკა-ს ფეხბურთელმა ჰოსონოვმა გამარჯვების გოლი გაიტანა. კვირკველია კი 114-ე წუთზე როდრიგო ბეკაოსთან არასპორტული თამაშის გამო წითელი ბარათით დაისაჯა. ქართველ მცველს ნერვებმა უმტყუნა და ცსკა-ს ლეგიონერს ხელით შეეხო.

ამრიგად, "ლოკომოტივმა" რუსეთის სუპერთასის ზედიზედ მეორედ მოგება ვერ მოახერხა.

0.128949