ფეხბურთი

0:49 | 28.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძემ სეზონი საგოლე პასით დაიწყო (+VIDEO)

ბელგიის იუპილერლიგის 2018-2019 წლების სეზონი წარმატებით დაიწყო გიორგი ჩაკვეტაძისთვის და წარუმატებლად მისი "გენტისთვის". პირველ ტურში ქართველების ბელგიური გუნდი ლიეჟში "სტანდარდთან" დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

18 წლის ფეხბურთელმა აღნიშნულ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასით გამოირჩა. ლიმბომბემ 82-ე წუთზე სწორედ გიორგის ტექნიკური და კარგი თამაშის შედეგად შეძლო საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩაკვეტაძის გარეშე არც პირველ გოლს ჩაუვლია. იერემჩუკის საგოლე კომბინაციაში ჩვენებურიც მონაწილეობდა. მოკლედ, სტუმრების ორივე გოლში გიორგის წვლილი საკმაოდ დიდია.

"გენტის" სხვა ქართველებს რაც შეეხებათ - გიორგი ბერიძე განაცხადში არ ყოფილა, ხოლო გიორგი ქვილითაია, რომელიც ცოტა ხნის შეუერთდა ბელგიურ გუნდს, ტრავმირებულია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115024