ფეხბურთი

22:03 | 27.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

დეფრელი "სამპდორიაში" იჯარის წესით ითამაშებს

"რომას" ფეხბურთელი გრეგორი დეფრელი მომდევნო სეზონს იჯარის წესით "სამპდორიაში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია გენუური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ასევე, "სამპდორიამ" თავდამსხმელის გამოსყიდვის უფლებაც დაიტოვა.

დეფრელი "მგლებმა" 2017 წელს "სასუოლოდან" დაიმატეს. გასულ სეზონში გრეგორიმ "რომას" რიგებში 20 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114564