ფეხბურთი

18:50 | 27.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

გოგიტა გოგუა საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გოგიტა გოგუა სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას გორის “დილაში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლური გუნდი ოფიციალურად ადასტურებს.

გოგუამ ყაზახური “კიჟილჟარი” დატოვა და გორელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. სხვათა შორის, 34 წლის ფეხბურთელი “დილაში” 2012-2013 და 2015 წლებში უკვე თამაშობდა.

გოგუას არაერთ გუნდში უთამაშია და მათ შორის “გურიაში”, თბილისის “მერანში”, “თბილსში”, “დინამოში”, ნალჩიკის “სპარტაკში”, “სატურნში”, “ტერეკში”, “სკა-ენერგიაში”, “ირტიშში”, “ორდაიბასსა” და “ოკჟეტპესში”.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 2005-2011 წლებში 27 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

გარდა ამისა, "დილამ" საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი დაიმატა, რომელიც გორელებს პოლონური "იაგელონიადან" იჯარით შეუერთდა.

0.110543