ფეხბურთი

16:35 | 27.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კუტალია საავადმყოფოში მოხვდა

ქუთაისის “ტორპედოს” თავდამსხმელი ლევან კუტალია საავადმყოფოში მოხვდა. როგორც “ტორპედოს” ვებგვერდი იტყობინება, “ვიკინგურთან” ნამატჩევს იმერელთა ფორვარდი ჰაერის უკმარისობის გამო საავადამყოფოში გადაიყვანეს.

ფეხბურთელს გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც საგანგაშო არაფერი აჩვენა. თუმცა, “ვიკინგურთან” საპასუხო შეხვედრას გამოტოვებს და გუნდს კუნძულზე არ გაჰყვება.

შეგახსენებთ, “ტორპედომ” “ვიკინგური” 3:0 დაამარცხა, ხოლო ერთი გოლი ლევან კუტალიამ გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118557