ფეხბურთი

22:07 | 26.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურა” “მარიბორთან” ტოლ-სწორად!

საჩხერის “ჩიხურამ” ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენიური “მარიბორი” მიიღო და ფრეს დასჯერდა – 0:0.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ სოსო ფრუიძის გუნდს გამოცდილი მეტოქისთვის ტოლი არაფერში დაუდია და რიგ ეპიზოდებში დაჩაგრა კიდეც. მეტიც, “ჩიხურა” 90 წუთი უპირატესობას ფლობდა და თუ ვინმე იმსახურებდა გამარჯვებას, ეს მასპინძელი გუნდი იყო. საჩხერელებს პირველ ტაიმში ერთი რეალური შანსი ჰქონდათ, თუმცა გიორგი გაბედავას ბოლო მომენტში მცველი გადაეღობა, თორემ არავინ იცის ბურთი კარისკენ რომ წასულიყო, რა მოხდებოდა.

სხვა საინტერესო პირველ ნახევარში არაფერი მომხდარა და ძირითად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა თამაში. აი, მეორე ნახევარში კი მასპინძლებმა გაცილებით დიდი ძალებით შეუტიეს და რამდენჯერმე ახლოს იყვნენ გოლთან. თუმცა, “მარიბორის” რამდენჯერმე გაუმართლა, რიგ მომენტებში კი სიზუსტე და კლასი დააკლდათ “ჩიხურას” ფეხბურთელებს. აი, მატჩის ბოლო წუთზე კი ყველაზე რეალური მომენტი იყო. გიორგი ბუღრიძე 10 მეტრიდან, ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ურტყამდა, მაგრამ სიძლიერე დააკლდა და ჰანდანოვიჩი ადვილად დაეუფლა ბურთს. საპასუხოდ კი, “მარიბორს” მთელი თამაშის განმავლობაში ორი საგოლე მომენტი ჰქონდა, როდესაც ტავარეშის დარტყმული ჯერ დინო ჰამზიჩმა მოიგერია და მერე ძელს მოხვდა. მსაჯის კომპენსირებულ დროშიც ჰამზიჩმა იყოჩაღა, როდესაც პირისპირ გასულ შემტევთან დუელი მოიგო და თავისი გუნდი გადაარჩინა. თამაშიც აქ დასრულდა, უგოლოდ.

“ჩიხურას” მხოლოდ ქება ეკუთვნის. შეგახსენებთ, “მარიბორი” გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა... წინ კი საპასუხო შეხვედრაა, რომელიც ერთი კვირის თავზე სლოვენიაში გაიმართება.

“ჩიხურა” – “მარიბორი” 0:0 (0:0)

თბილისი, “მიხეილ მესხი”

“ჩიხურა” (4-3-3): ჰამზიჩი; ჩიტეიშვილი, მაისაშვილი (მეგრელიშვილი 88), მირცხულავა, ჩიკვაიძე; სარდალიშვილი (დობროლოვსკი 78), კაკუბავა, მარკოზაშვილი; ბუღრიძე, ლექვთაძე (კახაბრიშვილი 50), გაბედავა

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

“მარიბორი” (4-4-2): ჰანდანოვიჩი; პიჰლერი, ივკოვიჩი, სულერი, ვილერი; ბაიდე (მესანოვიჩი 81), ვროვეცი, დერვისევიჩი (კრეტუ 60), ჰოტიჩი; ტავარეში, ზაჰოვიჩი (ვრსიჩი 62)

მწვრთნელი: დარკო მილანოვიჩი

გაფრთხილება: სარდალიშვილი (59), მაისაშვილი (63) – პილერი (8), ზაჰოვიჩი (41), დერვისევიჩი (45), ბაიდე (64)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (2) – 11 (3) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: კევინ ბლომი (ჰოლანდია)

სტატისტიკა
0.279997