ფეხბურთი

13:50 | 25.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჟოაო მოუტინიო "მგელთა" ბანაკში

პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი ჟოაო მოუტინიო კარიერას ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “ვულვერჰემპტონში” გააგრძელებს. როგორც “მგლების” ვებგვერდი იტყობინება, ფეხბურთელთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

არაოფიციალური ცნობით კი, “მონაკომ” 31 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო.

მოუტინიო “მონაკოს” ღირსებას 2013 წლიდან იცავდა და მას შემდეგ მონეგასკთა რიგებში 219 თამაში ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 39 საგოლე პასი გააკეთა. 2017 წელს კი, საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

იქამდე ჟოაომ სახელი “პორტუში” თამაშით გაითქვა. 2016 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა პორტუგალიის ნაკრების რიგებში, რომლის ღირსება 113-ჯერ დაუცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109712