ესპანელი ფეშენ-მოდელი, ალეხანდრა ალონსო, რომელიც ერთ დროს სერხიო რამოსთან კურკურში ამხილეს, არასოდეს გამოირჩეოდა ზედმეტი თავაშვებულობით და მისი უშუალო საქმიანობის იქით, ბულვარულ საზოგადოებაშიც იშვიათად ჩნდებოდა ხოლმე.
როგორც ჩანს, მშვენიერ ალეხანდრას საკუთარ ჩვევებზე და მშვიდ ცხოვრებაზე უარის თქმა მოუწევს, რადგან ესპანეთის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა არხმა სარფიანი წინადადება შესთავაზა და დღეიდან სენიორიტა ალონსო აღნიშნულ არხზე სკანდალურ შინაარსზე აგებულ ტელეშოუს წაიყვანს.
აღნიშნული ტელეშოუს გმირები და სტუმრები ცხადია ესპანთა ქვეყნის ცნობილი ადამიანები იქნებიან და იქაური საზოგადოება გულისფანცქალით ელის, ალეხანდრა ალონსო როდის მიიწვევს თავის გადაცემაში სერხიო რამოსს და როდის გაირკვევა, რეალურად ეტრფოდა თუ არა ესპანეთის ნაკრების მცველი ალეხანდრას. მოკლედ ყველას თავისი საფიქრალი და საწუხარი აქვს...







