ფეხბურთი

17:59 | 23.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლორის კარიუსის კოშმარულ მატჩებს დასასრული არ უჩანს (+VIDEO)
"ლივერპული" - "დორტმუნდი" 1:3

ინგლისური "ლივერპულის" მეკარე ლორის კარიუსი აგრძელებს უხეში შეცდომების დაშვებას. გერმანელ კიპერს მორიგი კოშმარული 90 წუთი საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე, "დორტმუნდთან" ჰქონდა. 25 წლის მეკარემ მატჩის დასაწყისშივე დაუშვა შეცდომა, როდესაც ბურთი მეტოქეს ჩააბარა, თუმცა გაუმართლა - გოლი არ გასულა.

თამაშის ბოლო წუთზე კი გერმანელთა დარტყმული ცხვირწინ მოიგერია და ლარსენმა ცარიელ კარში დაამატა. ხსენებული შეხვედრა "ბორუსიამ" 3:1 მოიგო.

რაც შეეხება კარიუსს, როგორც ჩანს, მას "ენფილდ როუდზე" დიდი დრო არ უწერია. "ლივერპულმა" უკვე იყიდა ალისონ ბეკერი, რომელიც ამჟამად კუთვნილ შვებულებაშია, ხოლო ბრიტანული მედიის ცნობით, კარიუსს მალე ახალი გუნდის ძიება მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114655