კალათბურთი

16:32 | 22.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბელინელი „სან ანტონიოში“ დაბრუნდა

32 წლის იტალიელი მსროლელი მარკო ბელინელი კარიერას „სან ანტონიოში“ გააგრძელებს, აღნიშნულ ინფორმაციას ტეხასური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ბელინელი „სან ანტონიოში“ 2013-15 წლებში ასპარეზობდა და 2014 წელს გუნდთან ერთად ნბა-ს ჩემპიონიც გახდა.

გასული სეზონი მარკომ „ატლანტა ჰოუქსში“ დაიწყო და სეზონი „ფილადელფიაში“ დაასრულა.

2014 წელს ბელინელის ნბა-ს სამქულიანების კონკურსი აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113078