ფეხბურთი

13:45 | 22.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტერიმ შესაძლოა კარიერა დაასრულოს

ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა მცველმა ჯონ ტერიმ შესაძლოა კარიერა დაასრულოს. როგორც The Mirror-ი იუწყება, ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და Sky Sports-ში ექსპერტად დაიწყებს მუშაობას. ამჟამად ტერი უკლუბოდ იმყოფება.

ტერიმ "ჩელსის" ახალგაზრდულ გუნდში 1995 წელს "ვესჰ ჰემიდან" მოხვდა და მთავარ გუნდში 1999 წელს დააწინაურეს. მას შემდეგ "არისტოკრატების" რიგებში ჯონმა 702 შეხვედრა ჩაატარა და 65 გოლი გაიტანა. 2017 წელს ტერიმ "ჩელსი" დატოვა და "ასტონ ვილას" შეუერთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117259