ფეხბურთი

21:50 | 21.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სასუოლომ" "ჩელსის" ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიმატა

ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი ჟერემი ბოგა კარიერას "სასუოლოში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ჯერჯერობით ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია.

ბოგა "ჩელსის" აკადემიის აღზრდილია და გასული სეზონი იჯარის წესით "ბირმინგემში" გაატარა. ჟერემიმ ჩემპიონშიფში 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.165724