კალათბურთი

13:20 | 20.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ნიუ იორკ ნიქსი” ნბა-ს ყველაზე ძვირადღირებული კლუბია, ფეხბურთში – “მანჩესტერ იუნაიტედი”  

ჟურნალ Forbes-ის ცნობით, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე ძვირადღირებული კლუბი “ნიუ იორკ ნიქსი”. გავრცელებული ინფორმაციით “ნიუ იორკის” ღირებულება 3.6 მილიარდი ამერიკული დოლარია. მეორე ადგილს “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” იკავებს- 3.3 მილიარდი დოლარი. მესამე ადგილზე “გოლდენ სტეიტია” – 3.1 მილიარდი.

მსოფლიოში ყველა სახეობაში ყველაზე ძვირადღირებული კლუბია NFL-ის “დალასია”, რომლის ღირებულებაც 4.8 მილიარდი დოლარია.

საფეხბურთო კლუბებს შორის ყველაზე ძვირადღირებული “მანჩესტერ იუნაიტედია” – 4.1 მილიარდი. “რეალი” - 4.06 მილიარდი დოლარი, “ბარსელონა - 4.06 მილიარდი დოლარი.

50 ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბის სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:

https://www.forbes.com/sites/kurtbadenhausen/2018/07/18/full-list-the-worlds-50-most-valuable-sports-teams-of-2018/#5a1627806b0e

0.12628