ფეხბურთი

12:44 | 19.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

საქართველოს 2015 წლის ჩემპიონმა გორის “დილამ” ბრაზილიელი მცველი ერიკს სანტოსი გაიფორმა. ამის შესახებ “დილას” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

22 წლის ფეხბურთელი “ინტერნასიონალის” აკადემიის აღზრდილია, ხოლო 2015 წელს მთავარ გუნდში დააწინაურეს.

2017 წლიდან ის უკრაინაში, “მარიუპოლის” ღირსებას იცავდა, თუმცა ამ გუნდში ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118939