თამაშგარე

10:53 | 19.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჭორები რობერტო მანჩინის ახალ საიდუმლო გულისსწორზე

იტალიის საფეხბურთო ნაკრების ამჟამინდელი მესაჭე, რობერტო მანჩინი მიუხედავად იმისა, რომ ცოლშვილიანი კაცის იმიჯს კოხტად ირგებს, არაერთხელ გახვეულა სექსუალურ სკანდალში და ამ კაცს უარი არასოდეს უთქვამს აპენინებზე ესოდენ მრავლად მოდრეიფე ლამაზმანებზე.

როგორც იტალიის ბულვარული მედია იუწყება, სენიორ რობერტო ამჟამად საიდუმლოდ ცნობილ იტალიელ მოდელსა და მსახიობს, მადალინა დიანა ჯენეას ხვდება, რომელზეც გული შევარდნილი სრულიად იტალიას აქვს და რა გასაკვირია მექალთანე რობერტო მანჩინიც რომ არ დარჩენილიყო თამაშგარედ.

მადალინა დიანა ჯენეა წარმოშობით და ფესვებით რუმინელია, თუმცა ბავშვობიდან მთელი ცხოვრება იტალიაში გაატარა და თავს ჭეშმარიტ რომაელად რაცხს. იგი წლების მანძილზე იყო ცნობილი იტალიური ფირმების სახე და მადალინას დანახვა იტალიის მრავალი ქალაქის ქუჩებში დადგმულ სარეკლამო ბილბორდებზე ახლაც ბევრს ადამიანს აღაფრთოვანებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126561