თამაშგარე

13:10 | 18.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

პიანიჩებს პლაჟზე კოტრიალი ყვარებიათ

იტალიაში ბურთის დაშხოშიანად მაგორებელი ბოსნია-ჰერცოგოვინელი ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის საფეხბურთო საზოგადოებაში ხილვა მეტად რთული ამბავია, რადგან ეს ბიჭი ხან ვარჯიშზეა, ხან სპორტულ ბაზაზეა, ხან ოჯახშია, ხან თამაში აქვს და ხან ზღვის ტალღებს მკლავურით აპობს.

მირალემ პიანიჩის ცოლი, ჯოსეფა პიანიჩი ბედნიერი მაშინაა და თავს სრულყოფილ ქალად მაშინ გრძნობს, როდესაც თბილ და მზით გაჩახჩახებულ კურორტებზე ბრძანდება და როგორც თავად არაერთხელ უთქვამს, საყვარელ ადამიანთან ერთად პლაზე კოტრიალი მისი ცხოვრების მთავარი სიამეა.

მირალემ პიანიჩს შეიძლება ძალიანაც უნდა სხვა ცნობილი ფეხბურთელების მსგავსაც მანაც იპოზიოროს ბულვარული მედიის წარმომადგენლების წინაშე, მანაც წრუპოს შამპანური იტალიის საუკეთესო რესტორნებში, მაგრამ როგორც ჩანს ნამეტნავად ხათრიანი კაცია. ანდა ხათრი რად უნდა საუკეთესო პლაჟზე კოტრიალსა და მზეზე მიფიცხვის სურვილს?...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.14343