თამაშგარე

11:13 | 17.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალისონ არბოუს ხმამაღალი პრეტენზიები

ლამაზმანმრავლობით საფრანგეთი რომ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა - ამას დიდი დაკვირვება და სათვალის წინ წამოწევა ნამდვილად არ სჭირდება. ისიც ცნობილია, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად, საფრანგეთშიც მრავალი ცნობილი მოდელი ეცილება ერთურთს სამფეროვანთა ეროვნული ნაკრების თილისმის ტიტულის მოსაპოვებლად.

მას შემდეგმ, რაც “მამლები“ ისტორიაში მეორედ მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, ფრანგი მოდელების მთელმა კოჰორტამ განაცხადა - ახლა მე ვარ ფრანგთა “გამარჯვების ქალღმერთი“ და მე “ვმფარველობდი“ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს მთელი მუნდიალის განმავლობაშიო. მათ შორისაა, ახალგაზრდა ფრანგი მოდელი, ალისონ არბოუ.

ალისონი მართალია აქამდე არათუ სტადიონზე, “სტად დე ფრანსის“ ახლომახლოსაც კი არავის დაუნახავს, მაგრამ ახლა თავს საფრაგეთის ნაკრების ჭეშმარიტ ქომაგად რაცხს და თილისმობაზეც აქვს დიდი ამბიცია. პრობლემა ერთი ისაა, რომ პარიზში მოღვაწე მოდელს როგორც ამბობენ, საფრანგეთის ნაკრების ხუთი ფეხბურთელის ჩამოთვლაც კი არ შეუძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146657