ავტოსპორტი

1:44 | 17.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

დანიელ რიკიარდო „რედ ბულში“ დარჩენას აპირებს

მიუხედავად იმისა, რომ დანიელ რიკიარდო მოლაპარაკებას აწარმოებდა „ფერარისთან“ და „მერსედესთან“, ის ასევე „რედ ბულთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებითაც მუშაობდა. და როგორც ჩანს, საბოლოოდ, ავსტრიულ გუნდში დარჩენა გადაწყვტა.

ავსტრალიელს წასვლა სურდა, მაგრამ „მერსედესი“ ვალტერი ბოტასის დატოვებას აპირებს, „ფერარიში“ კი მხოლოდ ორ ვარიანტს განიხილავენ - სებასტიან ფეტელს თანაგუნდელად ან კიმი რაიკონენს დაუტოვებენ, რომელიც კარგ ფორმაშია, ან „ზაუბერიდან“ ამომავალ ვარსკვლავ შარლ ლეკლერს გადმოიყვანენ.

„როგორც ჩანს, დავრჩები. მაგრამ ჯერჯერობით, კონტრაქტზე ხელმოწერები არ არის. მინდა, მასში ცოტა რამ შევცვალოთ. ჩემთვის ყველა კარი დაკეტილი არ არის, მაგრამ სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ტოპ გუნდებში ადგილი არ რჩება. ჯერ ამის ფაქტები არ მაქვს, მაგრამ ფრაზებს შორის ადვილად იკითხება, რომ ასე იქნება“, - ამბობს რიკიარდო.

ავსტრალიელი აღიარებს, რომ „რედ ბულის“ გარდა, მისთვის ყველაზე სასურველი ვარიანტები, „მერსედესი“ და „ფერარი“ იყო. ამიტომ, როცა ამ გუნდში არაფერი იცვლება, მისთვის სხვა ვარიანტები საინტერესო არაა.

შედეგების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ რიკიარდო ბოტასსაც და რაიკონენსაც სჯობნის - ორი მოგება აქვს. თუმცა კლასიფიკაციაში რაიკონენს, რომელიც „რედ ბულზე“ გაცილებით სწრაფი „ფერარით“ ასპარეზობს, 10 ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილი უკავია. ბოტასს კი რიკიარდოზე ორი ქულით ნაკლები აქვს, არადა მისი „მერსედესი“ პელოტონში ყველაზე სწრაფ ავტომობილად დამსახურებულად ითვლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128596