ჩოგბურთი

21:47 | 15.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩის მე-13 დიდი სლემის ტიტული

ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში დიდი სლემის მე-13 და უიმბლდონის მეოთხე ტიტული მოიპოვა.

ჯოკოვიჩმა ფინალში სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი 6:2, 6:2, 7:6 დაამარცხა. ნოლემ პირველი ორი სეტი იოლად იმარჯვა. მესამე პარტიაში ტაი-ბრეიკზე ნოვაკმა 7:3 მოიგო. შეხვედრა ორ საათსა 18 წუთს გაგრძელდა. ნოვაკმა 4 შესაძლებლობიდა ოთხი ბრეიკი შეასრულა, ხოლო ანდერსონმა 7-დან ვერც ერთი ვერ გამოიყენა.

ნოვაკმა ამ გამარჯვებით 2.2 მილიონ ფუნტი სტერლინგის და 2000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

0.120762