კალათბურთი

16:46 | 15.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

აიზეა ტომასი "დენვერში" ითამაშებს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი გამორჩეული გამთამაშებელი აიზეა ტომასი კარიერას "დენვერ ნაგეტსში" განაგრძობს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, აიზეა "დენვერთან" ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რაშიც მოთამაშე მხოლოდ 2 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

განვლილ სეზონში აიზეა "ლეიკერსის" ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 15.6 ქულას 5 პასს და 2.1 მოხსნას აგროვებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115135