ფეხბურთი

15:25 | 15.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ველეს სარსფილდმა" კასერერის "ვილიარეალში" ტრანსფერი დაანონსა

"ველეს სარსფილდის" საყრდენი ნახევარმცველი სანტიაგო კასერესი კარიერას "ვილიარეალში" გააგრძელებს. როგორც არგენტინული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელი ესპანეთში უკვე გაფრინდა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ესპანელები არგენტინელებს ტრანსფერის სანაცვლოდ 8.5 მილიონ ევროს გადაუხდიან. 21 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს მადრიდის "ატლტიკოც" იჩენდა.

სანტიაგო "ველეს სარსფილდის" აკადემიის აღზრდილია. კასერესი მთავარ გუნდში 2017 წელს დააწინაურეს და 35 შეხვედრაში თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114969