ფეხბურთი

12:22 | 15.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

კოვაჩიჩი შესაძლოა "ინტერში" დაბრუნდეს

ხორვატიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი მატეო კოვაჩიჩი შესაძლოა კვლავ მილანის "ინტერში" აღმოჩნდეს. როგორც Corriere dello Sport-ი იუწყება, მატეო "სამეფო კლუბის" დატოვებას აპირებს და დიდი ალბათობით "ნერაძურის" დაუბრუნდება.

კოვაჩიჩი "რეალმა" 2015 წელს "ინტერიდან" 31 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. სამ სეზონში ხორვატმა 109 მატჩში სამი გოლი გაიტანა. იტალიური კლუბის რიგებში კი მატეო ორი სეზონი ასპარეზობდა და 97 შეხვედრაში თავი რვა გოლით და 11 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.110675