სხვა

22:30 | 13.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩხეიძის და დავითაძის მსოფლიო მონაგარი – 5 ოქრო და 1 ვერცხლი

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ირაკლი ჩხეიძემ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა. 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 19 წლის ქართველმა ატაცსა და აკვრაში სამ-სამი ცდა უშეცდომოდ გამოიყენა, ორჭიდის ჯამში 382 (171+211) კილოგრამი მოაგროვა და უახლოეს მდევარს – უზბეკ აკბარ ჯურაევს 13 კილოგრამით აჯობა.

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე სამი სპორტსმენით გამოვიდა და მათგან ორმა პოდიუმის უმაღლესი საფეხური დაიპყრო. ირაკლი ჩხეიძემდე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული რევაზ დავითაძემ (85 კგ) მოიპოვა. ატაცში მცირე ოქროს დაეუფლა, ხოლო აკვრაში - ვერცხლს. ამავე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნოდარ კაკაბაძემ კი მეხუთე ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112711