ფეხბურთი

21:00 | 12.07.2018 | ნანახია 3399 - ჯერ

"ჩიხურამ" "ბეითარის" დამარცხება ვერ შეძლო

საჩხერის "ჩიხურამ" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა "ბეითართან" ჩაატარა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. ორივე გუნდს ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მასპინძლები უფრო მეტად აქტიურობდნენ და გამარჯვება მაინც ვერ შეძლეს.

მატჩის დასაწყისში გუნდის კაპიტანმა ლაშა ჩიკვაიძემ ბურთი საჯარიმოსთან ახლოს მიიღო, ხელსაყრელ პოზიციაში იყო, თუმცა ააცილა კარს. 35-ე წუთზე კი ირაკლი ბუღრიძე საჯარიმოში ცრუ მოძრაობით შევიდა და გადაცემას აკეთებდა, თუმცა მეკარემ კარგად ითამაშა და საბოლოოდ მცველმა ბურთი კუთხურზე გადააგდო. მე-40 წუთზე ბუღრიძე მარჯვენა ფლანგზე ერთი ფეხბურთელი ჩამოიცილა შეიწია ცენტრისკენ და დარტყმაც განახორციელა, თუმცა ცენტრალურ მცველს მოხვდა ბურთი და "ბეითარი" აშკარა გოლს გადაურჩა.

მეორე ნახევარში "ბეითარს" ჰქონდა შანსი, ჯარიმის შესრულების დროს ოფირ კრიფი კარგ პოზიციაში იმყოფებოდა, თუმცა მისი თავური დარტყმა შედეგიანი არ გამოდგა, ამ მომენტში აშკარად გადარჩა "ჩიხურა". 67-ე წუთზე კი სარდალიშვილმა გაბედავასთან გაითამაშა კომბინაცია, საჯარიმოში შევიდა, თუმცა მისი დარტყმული მცველს მოხვდა ფეხზე და ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხა. 79-ე წუთზე კი იდან ვერედმა თითქმის თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან დაარტყა, ბურთს კი "ჩიხურას" ფეხბურთელი გადაეღობა და გუნდი გადაარჩინა.

საბოლოოდ "ჩიხურამ" გამარჯვება ვერ მოახერხა, "ბეითარმა" კი უნდა ითქვას, რომ კარის მშრალად შენახვით სასურველ შედეგს მიაღწია. განმეორებითი შეხვედრა 19 ივლისს გაიმართება.

ჩიხურა - ბეითარი 0:0 (0:0)

თბილისი, "მიხეილ მესხი"

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მირცხულავა, მაისაშვილი, ჩიკვაიძე, მარკოზაშვილი (სარდალიშვილი 57), ბუღრიძე, დობროვოლსკი (ჩიხლაძე 62), მეგრელიშვილი, გაბედავა, ლექვთაძე (ბუხაიძე 80_

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ბეითარი: ნიტზანი, ზეჰავი, კუელარი, კაჰილა, პელეგი, კრიფი, კელტიენსი, საბო, ბარიჰონი (ინბრუმი 58), სილვესტრი (ვარენი 65), ვერედი

მწვრთნელი: გაი ლუზონი

გაფრთხილება: ჩიკვაიძე (7), ჩიტეიშვილი (20), კელტიენსი (73), სიროშტენი (90+3)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმა 7(1) - 5(1): ბურთის ფლობა 49%-51%: კუთხურები 4-3: თამაშგარე 0-0:

მსაჯი: კაი ერიკ სტინი

Loading...

კომენტარები (105)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:46 | 13.07.2018
playmaker (4719)

აუუ ვაწა რა ჰქენი ეს (( მაგ გოლს ფაქტიურად შეეძლო ყველაფრის გადაწყვეტა (((((

01:13 | 13.07.2018
ლიპო (19)

აქ სხვანა თამაში იქნება,დინამომ რამდენჯერაც ტემპს მოუმატა სახიფაათო მომენტი შექმნა,აქ შევუტევთ და უეჭველი მოვიგებთ ოღონდ დაცვას რამე უნდა ვუშველოთ.

01:11 | 13.07.2018
ლიპო (19)

თოთაძე რატომ არ იყო??

01:19 | 13.07.2018
levani82 (41419)

დისკვალიფიკაცია აქვს

01:04 | 13.07.2018
didier_drogba (12472)

Dinamo minski amaze uketesi gundi araris

01:08 | 13.07.2018
ხარაკირი (7090)

ღადაობ??

01:19 | 13.07.2018
didier_drogba (12472)

Ras vgadaob? 3 adgilzea slovaketshi

01:04 | 13.07.2018
didier_drogba (12472)

Arada chixurasac sheudzlia gasvla 0-0 magari angarishia

01:03 | 13.07.2018
dinamo222 (4570)

ასეარაფერს რომ არ ვაპროტესტებთ და ჩუმად ვართ იმიტომ დავაჯდა ყველა თავზე და გვჩაგვრავენ ყველგან და არა მარტო ფეხბურთში @ აბა ერთი რუესბისთვის გაებედათ ეს არჩათვლილი გოლი და სხვა "შეცდომები" გულმუცელს ამოაცლიდნენ მსაჯსაც და უეფასაც ! მარტო რუსები კი არა აზერებიც სომხებიც და სხვებიც ! მარტო ჩვენ ვართ ასე თავდახრილები @@

12:55 | 13.07.2018
O. Mertskhali (3231)

+

01:02 | 13.07.2018
ხარაკირი (7090)

აუ მსაჯმა 100%_იანი გოლი არ ჩაგვითვალა და ბოლოს ვაწაძმ რა გაკეთა არვიცი... უპრობლემოდ გავალთ და მომდევნო ეტაპზე დინამო მინსკს ვხვდებით 2-0 მოიგეს გასვლაზე... აი იქ კი გაგვიჭირდება ამ მეკარით და დაცვით...

01:02 | 13.07.2018
didier_drogba (12472)

Shtangas moxvda exla ra vawadzes bralia eg

01:01 | 13.07.2018
didier_drogba (12472)

Slovaketshi 3 adgilzea da 2 qulit chamorcheba normaluri gundi iyo yochag dinamo

00:58 | 13.07.2018
saamtrediel (356)

მეკარეს ბურთის ხელში დაჭერა უჭირს.ბევრ ეპიზოდში გამოჩნდა ეგ.

00:56 | 13.07.2018
saamtrediel (356)

ეს ვერგატანილი გოლი შეიძლება ძვირად დაჯდეს,მაგრამ არამგონია ამ ბარიერის გადალახვა გაუჭირდეს დინამოს. თავიდანვე მჯეროდა რომ“ამ დუნევსკის სტრედას“გამოაგდებდა.არაა ეს ტრადიციული გუნდი.

00:56 | 13.07.2018
chidila (50)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

00:56 | 13.07.2018
dinamo222 (4570)

ზალიან კარგია სტუმრად რომ გავიტანეთ წესით უნდა გავიდეთ !

00:54 | 13.07.2018
despe (3447)

მსოფლიო სპორტი!

რადგანაც თითქმის ყველა სპორტის სახეობაში გვყავს არა ფედერაციები, არამედ პიდერაციები და არ ზრუნავენ ქართველი გულშემატკივართა და სპორტსმენთა ინტერესების დაცვაზე, აწი ჯობს ამოჭრათ ხოლმე მსაჯთა მიერ მოყენებული ზარალები! ყელში ამოვიდა უკვე მსაჯებისგან ამდენი დაჩაგვრ, არ არსებული ჯარიმები, არ ჩათვლილი ბურთები და ა.შ.

ახლა ის დინამოს არ ჩათვლილი გოლი დადეთ რა, მომეჩვენა რო 100%-იანი გოლი არ ჩათვალეს!!

00:54 | 13.07.2018
chidila (50)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

00:54 | 13.07.2018
sport faza (257)

იმედიანად ვარ მართალია დიდი ზონები გვრჩებოდა ცარიელი მარა ეს მეტოქე უეჭველი უნდა გავიაროთ....მონდომება და ბრძოლა ბოლო წამამდე იყო!!! მოკლედ სასიამოვნოდ გვაოცებენ ჩვენი გუნდები....წარმატებები!

00:52 | 13.07.2018
playmaker (4719)

აუუ ვაწა რა ჰქენი ეს (( მაგ გოლს ფაქტიურად შეეძლო ყველაფრის გადაწყვეტა (((((

00:51 | 13.07.2018
sport faza (257)

ვახ მოგება მოგება შეიძლებოდა ბოლო წამზე

00:50 | 13.07.2018
O. Mertskhali (3231)

ფუ შენი... ყველაფერი უსაშველო, როგორ ჩვენ უნდა დაგვემართოს

00:49 | 13.07.2018
ilia_juventus (1135)

როგორ არ გავიდა გოლი ვახხხხხხხხხხხხ ამისსსსსსსსსსსსსსსსს

00:48 | 13.07.2018
O. Mertskhali (3231)

ჩემი კაი... ეს როგორ ააცილა!!!

00:48 | 13.07.2018
dinamo222 (4570)

რა ქნაა ცარიელ კარსააცილაა @@@

00:48 | 13.07.2018
dinamo222 (4570)

აუუუუუუუუუუუუუ ვაწაძეეეეეეეეეეეეეეეეეეე @@@@@@

00:48 | 13.07.2018
O. Mertskhali (3231)

აუ, რა გამწარებულები გვიტევენ?! გეგონება მილიონს აძლევენ ამ თამაშის მოგებაში

00:47 | 13.07.2018
dinamo222 (4570)

იქეთა გვერდით მსაჯს ახალი დან ძრეული აქვს ? სად იყო აქთამაშგარე ? @@@

00:44 | 13.07.2018
O. Mertskhali (3231)

კიდევ იგივე კუთხურზე... გადავრჩით

00:40 | 13.07.2018
dinamo222 (4570)

აუუ სად გადავრჩიით ! ძალიან ჩაჯდნენ ჩვენები დაცვაში და არ შეიძლება ასეეეე

00:39 | 13.07.2018
dinamo222 (4570)

მართლა რა უქნა ჩვენს მეკარეს იმ ნაბ...კალმარია თუ რვაფეხა მინიმუმ ყვითელი უნდა ეჩვენებინა @@

00:38 | 13.07.2018
despe (3447)

ესეც არაა ყვითელი შე ნა**ჭვარო???

00:36 | 13.07.2018
O. Mertskhali (3231)

მსაჯმა ჩვენი ძაან სახიფათო შეტევა ჩაშალა და ვითომ ჯარიმა მოგვცა - კიტეს ეცინება უკვე DDDDD

00:33 | 13.07.2018
O. Mertskhali (3231)

ჩვენი კაცი წაქცეულია, შეტევა დამთავრადა, უკვე აუტია იმათსავე ნახევარზე და მაინც არ აჩერებენ თამაშს - ამათ პაპუასები ვგონივართ მგონი, ამის დედა ვატირე... ბოლოს, მსაჯმა იკადრა თამაშის გაჩერება

00:40 | 13.07.2018
levani82 (41419)

დავიტანჯე ვერ ვუყურებ რა

00:33 | 13.07.2018
levani82 (41419)

ნომერ 19-ს ხარაბაძეს ევროტურნირებზე დებიუტი აქვს

00:34 | 13.07.2018
O. Mertskhali (3231)

ცუდი, არა
სხვას არავის აქვს დებიუტი, ამდენ ახალგაზრდებში?

00:42 | 13.07.2018
levani82 (41419)

ახალგაზრდები ვინც არიან ლიგის უ19-ში აქვთ ნათამაშები

00:23 | 13.07.2018
mjgiri (3956)

ძაან უცნაური მსაჯია

00:30 | 13.07.2018
O. Mertskhali (3231)

ბოსნიელია..

00:23 | 13.07.2018
O. Mertskhali (3231)

ვაა.. ისლანდიური კლუბებიც სერიოზულად ქაჩავენ უკვე

00:22 | 13.07.2018
mjgiri (3956)

ეგ არაა ყვითელი?

00:21 | 13.07.2018
levani82 (41419)

0-1

00:20 | 13.07.2018
dinamo222 (4570)

მე ტელევიზორში ვუყურებ სლოვაკეთის მეორე არხზე ძალიან მაგარი ხარისხით !კიდევ კარგი ტვ ბოქსი ვიყიდე და ეხლა თუ მოვინდომებ ნიკარაგუის მესამე ლიგის თამსაშსაც ვუყურებ ყოველგვარი ლინქკების და გაჭედვების გარეშე DD

00:23 | 13.07.2018
dinamo222 (4570)

ჩვენი "უმაგრესი" ტელევიზიების გადამკიდე ყველას გირჩევთ იყიდოთ ტვ ბოქსი ! მოვისვენე რაც ეგ დავაყენე

00:23 | 13.07.2018
mjgiri (3956)

ტვ ბოქსის რეკლამაა ეგ?

00:25 | 13.07.2018
dinamo222 (4570)

არანაირაად ! მე ვთქვი და შენ თუ ბგინდა რეკლამად ჩათვალე და ანტირეკლამახ გაუკეთე თუ გინდა დაწერე რომ ნაგავია არაფრად არ ვარგა და ასე შემდეგ P DD

00:30 | 13.07.2018
O. Mertskhali (3231)

ვნახე ინტერნეტში, აღარ შეწუხდე

00:26 | 13.07.2018
O. Mertskhali (3231)

..და რა არის, საერთოდ? - მე არ გამიგია, მგონი

00:30 | 13.07.2018
dinamo222 (4570)

პატარა შავი ოთხუთხა ხელსაწყოა ფაქტიურად მინი კომპიუტერია შეუერთებ ტელევიზორს და 10 000 ზე მეტი არხის ყურებას შეძლებ ! ამას პლიუს კომპის ფუნქციებიც აქვს (წეისბუკიიუთუბი დაასე შემდეგ) ალიექსპრესში გამოვიწერე 90 ლარად და ჯარჯერობით ძალიაბ კმაყოფილი ვარ

00:39 | 13.07.2018
O. Mertskhali (3231)

დიდი მადლობა

00:18 | 13.07.2018
mjgiri (3956)

მარცხენა მცველი კარგია

00:17 | 13.07.2018
O. Mertskhali (3231)

მომწონს, რომ ასე თამამად თამაშობენ ჩვენები გასვლაზე, მითუმეტეს ასეთი მსაჯის პირობებში... ზოგადად, ფსიქოლოგიურად, კარგად გამოიყურებიან

00:19 | 13.07.2018
mjgiri (3956)

ორი კაცი დინამოში საზიზღრად თამაშობს

00:25 | 13.07.2018
O. Mertskhali (3231)

რა გასაკვირია.. თუმცა, ასე ყველას ვერ ვარჩევ მე, ამ სტრიმზე

00:17 | 13.07.2018
mjgiri (3956)

ყველა რატო შერბის ეგრევე საჯარიმოში ფლანგური გადაცემისას,ვინმე უნდა დარჩეს ცენტრიდან საჯარიმო ხაზთან

მეტის ნახვა
სტატისტიკა
0.231161