ფეხბურთი

20:26 | 12.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ ლუკავა ლატვიაში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ “თელავის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი გურამ ლუკავა კარიერას ლატვიის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს.

23 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კონტრაქტი “იელგავასთან” გააფორმა, რომელიც 13 ტურის თავზე მე-6 პოზიციას იკავებს ლატვიის ჩემპიონატში.

რაც შეეხება ლუკავას, ბოლოს “თელავის” ღირსებას იცავდა, ხოლო იქამდე თბილისის “ლოკომოტივისა” და ფოთის “კოლხეთის” რიგებშიც გამოდიოდა. 2017-2018 წლების სეზონში კი პოლონურ “ლეგიონოვიაში” თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115308