სხვა

19:30 | 12.07.2018 | ნანახია 824 - ჯერ

რევაზ დავითაძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძალოსნობაში ოქროს მედალი მოიპოვა რევაზ დავითაძემ. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 164 კგ დაძლია და მცირე ოქროს მედალს დაეუფლა. აკვრაში დავითაძე მეორე ადგილს დასჯერდა (192 კგ), ხოლო ორჭიდის ჯამში 365 კილოგრამით პირველობა არავის დაუთმო და საბოლოოდ საქართველოს ნაკრებს 3 მედალი - 2 ოქრო და 1 ვერცხლი მოუტანა.

85 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით კიდევ ერთმა სპორტსმენმა იასპარეზა. ნოდარ კაკაბაძემ ექვსიდან ხუთი ცდა წარმატებით დაძლია და საბოლოო ჯამში მე-5 ადგილს დასჯერდა.

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაცია 3 ძალოსნითაა წარმოდგენილი. გუნდი ტაშკენტში ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების გიორგი ასანიძისა და მალხაზ ლომთაძის, ასევე ნაკრების ექიმის გიორგი ჭინჭარაულის ხელმძღვანელობით იმყოფება. ხვალ, 105 კგ წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ქართველი ძალოსანი - ირაკლი ჩხეიძე იასპარეზებს.

mcs.gov.ge

Loading...

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:05 | 13.07.2018
ალექსანდრე (5338)

ირაკლი ჩხეიძეც მსოფლიო ჩემპიონი გახდა 105 კგ-ში, არის კიდევ 3 ოქროს მედალი.

12:00 | 13.07.2018
პანტელეიმონი (4102)

+1

20:05 | 12.07.2018
ogafa (8077)

ყოჩაღ წარმატებები

19:59 | 12.07.2018
თორღვა პანკელი (1038)

ცოტა აგვიანებთ ინფორმაციებს, რევაზს ვულოცავ ჩემპიონობას, ჯანმრთელობას და ოლიმპიურ ოქროს ვუსურვებ.

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
3.337555