ფეხბურთი

18:50 | 11.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონს დრომ ვერ გაუძლო...

ჯანლუიჯი ბუფონს როგორც ჩანს დროც ვერ უძლებს... 40 წლის მეკარე რამდენიმე დღის წინ “პარი სენ ჟერმენს” ოფიციალურად შეუერთდა, სადაც მისი თანაგუნდელი ლეგენდარული ჟორჟ ვეას შვილი, ტიმოთი ვეა იქნება.

საინტერესოა, რომ ჯიჯის პროფესიონალურ ფეხბურთში დებიუტი 23 წლის წინ ჰქონდა, როდესაც “პარმა” “მილანს” ეთამაშებოდა. მაშინ, 17 წლის ბუფონს ვეას შეტევების მოგერიება უწევდა და ერთ ეპიზოდში აჯობა კიდეც.

ახლა კი, 23 წლის მერე, ჟორჟის შვილთან მხარდამხარ ითამაშებს. ისე, ბუფონისთვის ასეთი ფაქტი უცხო სულაც არაა. თავის დროზე, ენრიკო კიეზას თნაგუნდელი იყო, გავიდა ხანი და მისი შვილის, ფედერიკოს წინააღმდეგ ითამაშა.

0.116103