ფეხბურთი

23:10 | 9.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა

"პალმეირასის" აწ უკვე ყოფილი მეკარე დანიელ ფუსატო კარიერას "რომაში" გააგრძელებს. როგორც იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა "მგლებთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბრაზილიელები კი ტრანსფერის სანაცვლოდ 450 000 ევროს მიიღებენ.

ფუსატო "პალმეირასის" მთავარ გუნდში 2017 წელს დააწინაურეს, თუმცა მატჩის ჩატარების საშუალება არ მიუციათ. დანიელი 2016 წელს ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს და ინგლისთან ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11792