თამაშგარე

10:50 | 9.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრეზიდენტიც ასეთი უნდა!

ჩვენს რუბრიკაში, რომელიც ესოდენ გულღიად ეთმობა ლამაზ-ლამაზ ასულთა გამოჭენებას, პირველად მოხვდა არა ფოტომოდელი, მსახიობი, ფეხბურთელის გადარეული ცოლი, ან სპორტსმენი ქალი, არამედ ქვეყნის პრეზიდენტი. სხვა ვინ უნდა ყოფილიყო ჩვენი ინტერესის საგანი, თუ არა ხორვატიის პრეზიდენტი, შესანიშნავი ქალბატონი, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი.

გუშინწინ ქალბატონი კოლინდა სოჭში ბრძანდებოდა და მისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს, როგორც რიგითი გულშერმატკივარი ქომაგობდა. ზოგადად, ხორვატიის პრეზიდენტი სპორტის დიდი სიყვარულით გამოირჩევა და რა გასაკვირია, რომ ფეხბურთიც ძალიან უყვარს. მით უმეტეს, როდესაც ხორვატიის შესანიშნავ ნაკრებზე ვსაუბრობთ.

კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი გარეგნულადაც რომ გულმისავალი ქალია - თავადაც კარგად ხედავთ და მისი ეს გარეგნული სილამაზეა იმის მიზეზი, რომ ბევრ ადამიანს შეეცვალა ძირშივე მცდარი წარმოდგენა ლამაზ ქალებზე. ქალბატონი კოლინდა ლამაზიცაა, მკერდსავსეც, ნიჭიერიც და პრეზიდენტობაც კარგად გამოსდის. თუ არ გჯერათ, ხორვატებს კითხეთ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11427