ფეხბურთი

23:10 | 6.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ბრომვიჩი" და ფოსტერი ექვსი წლის შემდეგ დაშორდნენ

"ვესტ ბრომვიჩის" აწ უკვე ყოფილი მეკარე ბენ ფოსტერი კარიერას "უოტფორდში" გააგრძელებს. ინგლისელმა ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია პრემიერლიგის გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ფოსტერი "ვესტ ბრომვიჩში" ბოლო ექვსი სეზონის განმავლობაში თამაშობდა, თუმცა გუნდი პრემიერლიგიდან გავარდა და ბენმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა. "ალბიონის" რიგებში ფოსტერმა 223 შეხვედრა ჩაატარა, 310 გოლი გაუშვა და 57 მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116244