ფეხბურთი

16:26 | 6.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" სიკაჩი დაიმატა

“დინამო” თბილისმა გამოცდილი მეკარე სტეფან სიკაჩი გაიფორმა. ამის შესახებ დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. 29 წლის მეკარესა და “დინამოს” შორის ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

სიკაჩის საქართველოში აქამდეც უთამაშია. გასულ სეზონში ფოთის “კოლხეთის” კარს იცავდა.

იქამდე კი, სხვა და სხვა დროს “შერიფის”, “ვოლგარის”, “სალიუტის”, მოსკოვის “ტორპედოსა” და “აფიპსის” ღირსებას იცავდა. აქვე გეტყვით, რომ "დინამომ" გუშინ მათე ვაწაძეც გაიფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113132