ფეხბურთი

22:59 | 5.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოატენგი "სასუოლოში" გადავიდა

ფრანკფურტის "აინტრახტის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი კევინ-პრინს ბოატენგი კარიერას "სასუოლიში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. განელი ფეხბურთელის წარდგენა 6 ივლისს იგეგმება და ტრანსფერის დეტალებიც გაირკვევა.

ბოატენგი "აინტრახტში" გასულ სეზონში ასპარეზობდა და გუნდს გერმანიის თასის მოგებაში დაეხმარა. აფრიკელისთვის იტალია უცხო არაა, რადგან "ჯენოას" და "მილანის" რიგებში თამაშობდა. "ჰერტას" აკადემიის აღზრდილი მოთამაშე იტალიური გუნდების გარდა კარიერის განმავლობაში "ტოტენჰემის", "დორტმუნდის", "პორტსმუთის", "შალკეს" და "ლას პალმასის" ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114299