ფეხბურთი

15:00 | 5.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარის უცნაური რეკორდი

ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა ნეიმარმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საინტერესო რეკორდი დაამყარა. სამხრეთ ამერიკელ ვარსკვლავს აქამდე 360 წუთი აქვს ნათამაშები და აქედან 14 წუთი მინდორზე წაქცეულმა გაატარა.

გამოდის, რომ ჩატარებული წუთების 4% მან მინდორზე მხოლოდ იმის გამო გაატარა, რომ მეტოქეები ეუხეშნენ ან არ ეუხეშნენ...

საინტერესოა, რომ ნეიმარის წინააღმდეგ თამაშის წესი 4 შეხვედრაში 29-ჯერ დაირღვა და ამდენჯერ სხვა ფეხბურთელისადმი უხეშობა არ ყოფილა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113099