ფეხბურთი

0:38 | 5.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო მოჯი: "რონალდუმ "იუვენტუსთან" კონტრაქტი უკვე გააფორმა"

ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება და როგორც ჩანს, კრიშტიანუ რონალდუს “იუვენტუსში” გადასვლა უტოპიას სულაც არაა. “ბებერი ქალბატონის” ყოფილი მენეჯერი ლუჩანო მოჯი დარწმუნებით იტყობინება, რომ 33 წლის პორტუგალიელი უკვე “იუვენტუსის” ფეხბურთელია.

“მე ვფიქრობ, მან უკვე გააფორმა კონტრაქტი და სამედიცინო შემოწმება მიუნხენში გაიარა”, - წერს მოჯი ტვიტერში.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ კრიშტიანუს დედამ, მარია ავეირომ პოსტი განათავსა, რომელიც არავინ იცის, დანამდვილებით მის შვილს ეხება თუ არა, მაგრამ აი, რა დაწერა ქალბატონმა მარიამ:

“თითქმის ყველაფერი მზადაა ხვალისთვის”, - წერს რონალდუს დედა.

ამასობაში, ბუკმეიკერებმა რონალდუს “იუვენტუსში” შესაძლო გადასვლაზე ფსონები დაბლა დაწიეს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11209