ფეხბურთი

18:36 | 4.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018 ციფრებში

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის და წინ მეოთხედფინალური მატჩები გველოდება.

წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო რეკორდს და მაჩვენებელს, რომელიც აქამდე დაფიქსირდა:

60 – კილიან მბაპე გახდა პირველი ფეხბურთელი 60 წლის შემდეგ, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე თინეიჯერულ ასაკში 2 გოლი გაიტანა. ბოლოს იგივე პელეს გაეკეთებინა 1958 წელს.

48 – ბოლო 48 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ პლეი-ოფში ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოიფხვრა (ბელგიამ იაპონია 0:2-დან 3:2 დაამარცხა).

31 – 146 გოლიდან 31 მიმდინარე ჩემპიონატზე მე-80 წუთის შემდეგ გავიდა (21%).

28 – 28 პენალტი დაინიშნა, რაც რეკორდია, აქედან 21 ზუსტად იქნა შესრულებული.

22 – 56 მატჩიდან 22 პირველი ტაიმის შემდეგ ფრედ, 0:0 დასრულდა. თუმცა, საბოლოოდ უგოლო შეხვედრა მხოლოდ ერთი იყო (დანია – საფრანგეთი).

5 – რაფაელ მარკესი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიოს 5 სხვა და სხვა ჩემპიონატზე კაპიტნობდა ნაკრებს.

10 – მიმდინარე მუნდიალზე უკვე გავიდა 10 ავტოგოლი და ეს რეკორდია. მაროკოელმა აზიზ ბუჰადუზმა ყველაზე გვიანი ავტოგოლი გაიტანა (96-ე წუთი), ხოლო სერგე იგნაშევიჩმა ყველაზე ასაკოვანი – 39 წლის ასაკში.

7 – მექსიკის ნაკრები ზედიზედ მეშვიდედ მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში დამარცხდა.

6 – დიეგო მარადონამ კაპიტნის რანგში 6 გოლი გაიტანა მუნდიალზე და ეს რეკორდი უკვე გაიმეორა ჰარი კეინმა, რომლის აქტივში 6 გოლია და მისთვის ტურნირი გრძელდება.

3 – ზედიზედ მესამედ მოქმედი ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩა (იტალია 2010, ესპანეთი 2014, გერმანია 2018).

3 – იერი მინა გახდა პირველი მცველი, რომელმაც ერთ ჩემპიონატზე 3 გოლი პენალტის გარეშე გაიტანა.

2 – დანიელ შუბაშიჩი გახდა მეორე მეკარე, რომელმაც მუნდიალზე პენალტების სერიაში 3 თერთმეტმეტრიანი მოიგერია. მანამდე იგივე პორტუგალიელ რიკარდუს ჰქონდა გაკეთებული (2006 წელი).

0 – ინგლისის ნაკრების არცერთ 8 ნომერს მსოფლიოს ჩემპიონატზე პენალტების სერიაში პენალტი არ გაუტანია. 1990 წელს კრის უოდლმა, 1998 წელს დევიდ ბეტიმ, 2006 წელს ფრენკ ლამპარდმა და ახლა ჯორდან ჰენდერსონმა თერთმეტმეტრიანები გააცუდეს, თუმცა ამ უკანასკნელს გაუმართლა, რადგან მისმა გუნდმა მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116171