ფეხბურთი

11:00 | 4.07.2018 | ნანახია 10401 - ჯერ

მადრიდის „რეალის“ მიერ გამორჩეული ქართველი ასაკობრივებში ვერ ხვდება?!

გიორგი იოსავა ბელგიაში დაბადებული და გაზრდილი, პატრიოტული სულისკვეთებით გამორჩეული ქართველი ფეხბურთელია. მე პირადად საფეხბურთო აგენტი ვარ და ჩემს პარტნიორ ლევან რაჭველიშვილთან ერთად, საკმაოდ ხშირი შეხება გვაქს სხვადასხვა ქვეყნისა და ლიგის ფეხბურთელებთან.

ჩემი გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დღემდე გიორგის არცერთი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებიდან არ შეხმიანებიან, მაშინ როდესაც საკმაოდ წარმატებული ახალგაზრდაა და ბელგიის ასაკობრივი ნაკრებების კანდიდატია. ბევრი ქართველია უცხოეთის მოქალაქე და ისინი საკმაოდ წარმატებულ დონეზე ასპარეზობენ, მაგრამ ფედერაციას დღემდე არ გააჩნია მათი მოძიების მეთოდები და ეს ფაქტი ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფ ქართულ ფეხბურთს დიდად აზარალებს...

- გიორგი, თავიდან მოკლედ რომ ვუთხრათ მკითხველს შენს შესახებ...

- 16 წლის ვარ. დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ანტვერპენში. ამჟამად ვთამაშობ ‘’ბეერსხოტის’’ ელიტ U-18-ში და ასევე მიწევს დუბლებთან თამაში. პოზიციურად 10 ნომრად ვთამაშობ, გამთამაშებლად.

- „ბეერსხოტს“ არაერთი ცნობილი ფეხბურთელი აღუზრდია ბელგიის ნაკრებისთვის , რომლებიც ამ დროისთვის სხვადასხვა გრანდებში თამაშობენ, რომელია შენი ფავორიტი და ამჟამად თუ არიან გუნდთან რაღაც დონეზე კონტაქტში?

- დიახ, გეთანხმებით, ჩამონათვალი მართლაც სოლიდურია და სხვადასხვა გრანდებში ასპარეზობენ. მაგალითისთვის ვერმალენი (ბარსელონა), რაჯა ნაინგოლანი (ინტერი), იან ვერტონგენი (ტოტენჰემი), მუსა დემბელე (ტოტენჰემი) და კიდევ საკმაოდ ბევრი. მათ შორის ჩენი ფავორიტი მუსა დემბელეა. ეს ფეხბურთელები კი დღემდე კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ კლუბთან.

- მოგვიყევი შენს მადრიდულ ვოიაჟზე. „რეალის“ ასაკობრივში მოგიწია ვარჯიში რამდენიმე დღით. კონკრეტულად რა პროექტი იყო?

- 2015 წელს ჰოლანდიაში გამართულ ტურნირზე ვიასპარეზე, სადაც მიწვეული იყვნენ ბენილუქსის ქვეყნების 1500-მდე მოთამაშე. ამ ტურნირზე იყვნენ „რეალის“ აკადემიიდან მოწვეული მწვრთნელები, რომლებიც კონკრეტულად საუკეთესო ფეხბურთელების გამოსავლენად იყვნენ ჩამოსული. მათ საუკეთესო ტექნიკურ ფეხბურთელად მაღიარეს და მიმიწვიეს „რეალის“ აკადემიაში სავარჯიშოდ, სადაც 3 დღე დავყავი, ვარჯიშებს კი ივან გერერო მიტარებდა. მას შემდეგ გერერომ გერმანელ მენეჯერ შტეფან კოლთან დამაკავშირა, რომელიც დღესდღეობით ჩემი აგენტია. იგი ასევე „რეალის“ კოორდინატორია ევროპის მაშტაბით. 2 წლის განმალობაში მისი მეშვეობით მიწვედნენ მადრიდში და ვარჯიშები „ბერნაბეუზე“ გვიტარდებოდა. ამის მერე მადრიდში კიდევ ერთხელ მიმიწვიეს კლიპის გადასაღებად, სადაც ვასკესთან ერთად მომიწია მუშაობა. ჩემთვის ამ პერიოდში ძალიან საინტერესო იყო შეხვედრა მადრიდის ისეთ ლეგენდებთან, როგორებიც ზიდანი, რონალდო, ბეილი, მარსელო არიან. მადრიდში ასევე გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც ჩემს ეკიპირებას შეეხება და მასზე პასუხისმგებელი „ადიდასია“

- ასევე გამოძახებული იყავი ბელგიის 16 წლამდელებში , რაც თავისთავად მიუთითებს შენს კლასზე, სამომავლოდ საქართველოს ნაკრების ასაკობრივებში რომ სათანადო ყურადღება გამოიჩინონ, აპირებ თუ არა ჯვაროსანთა რიგებში თამაშს?

- მე სულით ხორცამდე ქართველი ვარ და რა თქმაუნდა ვოცნებობ ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ ასპარეზობაზე. ღმერთის წყალობით მომეცემა ამის საშუალება... გამოძახების შემთხვევაში დიდი სიამოვნებით და პასუხისმგებლობით გამოვცხადდები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ასე არ მოხდა, იძულებული ვიქნები ბელგიის სახელით ვიასპარეზო.

- ვიცი, რომ გუნდში ვარჯიშის გარდა ინდივიდუალურადაც ვარჯიშობ და სწავლაშიც ძალიან წარმატებული ხარ...

- გუნდის გარდა, ყოველდღიურად ვვარჯიშობ მამასთან ერთად. ასევე მიწვეული ვარ კვირაობით ამსტერდამში სავარჯიშოდ (სოკერ პერფორმანს აკადემიაში), სადაც „აიაქსის“ მწვრთნელები გვავარჯიშებენ.

- გერმანიაშიც ისინჯებოდი. კონკრეტულად სად?

- დიახ, 2016 წლიდან მქონდა ბუნდესლიგაში მიწვევა ჩემი მენეჯერისგან, სადაც სინჯები ჰამბურგში, ბრემენში, „ჰერტაში“, „ნიურბერგსა“ და „კიოლნში“ მქონდა. ამ გუნდებიდან საკმაოდ კარგი დახასიათებები მივიღე და ჩემ მენეჯერთან ინახება.

- ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაბადებული და გაზრდილი ბიჭები სხვადასხვა კლუბებში საკმაოდ წარმატებულები არიან, მაგრამ ასაკობრივ ნაკრებებში მათზე ინფორმაცია არ აქვთ? როგორია შენი ხედვა ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

- სამწუხარო ფაქტია, რომ უცხოეთში გაზრდილი და მოასპარეზე ქართველი ახალგაზრდები სათანადო ყურადღებას მოკლებული არიან და შანსი არ ეძლევათ. ხშირ შემთხვევაში პირადი კონტაქტებია ამისთვის საჭირო, რაც ძალიან არასწორად მიმაჩნია. პირადად მე მაქვს ამის ცუდი გამოცდილება... ვიცნობ უამრავ ქართველ ფეხბურთელს, რომლებიც იგივე პრობლემის წინაშე დგანან. მაგალითად ჩემ მეგობარ ბენიკო ნოზაძეს მოვიყვან, რომელიც ბელგიის უმაღლესი ლიგის გუნდებში ასპარეზობდა და დღესდღეობით ესპანეთში თამაშობს.

- და ბოლოს, რომელი გუნდის გულშემატკივარი ხარ და ვის ქომაგობ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე?

- ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი ლიონელ მესია და შესაბამისად არგენტინას ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, ძალიან ადრე დატოვა მსოფლიოს ჩემპიონატი სხვა გრანდების მსგავსად.

სპეციალურად „მსოფლიო სპორტისთვის“ ბელგიიდან დიტო იოსელიანი

Loading...

კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:18 | 04.07.2018
BEERTRANCE (97759)

წარმატებები

15:15 | 04.07.2018
თორღვა პანკელი (1003)

რა იციან სფფ-ში საქმის კეთება, მუშაობა და შრომა რა ხილია.

15:01 | 04.07.2018
arsena8 (336)

ძალიანაც კარგი რომ ამ ბავშვის კარიერა დამოუკიდებლად ვითარდება და არანაირი შეხება არ აქვს სფფ-თან , აქაურ აგენტებთან თუ ფუნქციონერებთან, გადარჩენილა, ღმერთმა ხელი მოუმართოს. თორემ აქაურ ყეყეჩების ხელში ვინც ჩავარდა ,მალევე ცუდად დამთავრეს.

14:56 | 04.07.2018
Torres9 (12647)

ყარაბახმა ისლანდიის ნაკრების მეკარე დაიმატა ))

15:03 | 04.07.2018
mjgiri (3338)

34 წლისაა და აქამდე საბა ლობჟანიძის თანაგუნდელი იყო...

13:11 | 04.07.2018
lagashi (3051)

შენ ბიძია, გააგრძელე შრომა, ვარჯიში, ზრდა-განვითარება, მითუმეტეს მხოლოდ 16 წლის ხარ და არ დარჩები დაიგნორებული, როგორ გგონია თუ მინიმუმ ბელგიის ჩემპიონატში თამაშს შეძლებ საქ. ნაკრების მწვრთნელი ვინც არ უნდა იყოს თვალს დახუჭავს?

12:55 | 04.07.2018
mjgiri (3338)

სპეციალურად დავწერ ვინც იმათთვის,ვინვ თვლის რომ ინგლისმა კოლუმბიაზე ცუდად ითამაშა.
ინგლისელებმა აირჩიეს სქემა სამი ცენტრალური მცველით და აქ ახალი არაფერია,მაგრამ ამასთან ერთად მათი სქემა იყო 3-5-2 და ეს აი კლასიკური 3-5-2-ია,სადაც წინ ორი ფორვარდია:ერთი-მაღალი ვისაც შეუძლია ბურთი დაიჭიროს(კეინი)და მეორე-დაბალი,ტექნიკური და სწრაფი(სტერლინგი).თუმცა ეს "შეწყვილებდა"თავდამსხმელებს არც ისე დაეხმარათ,რასაც შემდგომში ავხსნი. კოლუმბიის ნაკრებმა, თავისი სქემით,თავიდანვე აჩვენა თუ ვის ვისი ეშინია .კოლუმბიელთა ამოცანა ბანალურათ მარტივი იყო:არ მიეცათ ინგლისელთათვის მოედნის ცენტრი,რადგამ მოედნის ცენტრის ინგლისისათვის დათმობა ნიშნავდა,რომ იქნებოდა ბევრი გადაცემები კეინზე(მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან)უფრო მეტი გადაცემა კეინზე კი უფრო დიდი ალბათობაა,რომ გოლს გაუშვებ.ამიტომ ინგლისელთა ცენტრალირი ნახევარდაცვის წინააღმდეგ(ხენდერსონი,ალი,ლინგარდი)კოლუმბიელებმა გამოუშვეს სამი ჩამშლელი ნახევარმცველი+ კუადრადო და კინტერო ეხმარებოდნენ დაცვაში.ანუ ცენტრალიურ ზონაში იყო ერთბაშად ხუთი კოლუმბიელი ,სამი ინგლისელის წინააღმდეგ.ხოლო ბურთი თუ მიდიოდა ინგლისელთა თავდამსხმელებამდე,მათ წინააღმდეგ ორი გაბარიტიანი ცენტრალური მცველი თამაშობდა(მინა და სანჩესი)+3 ჩამშლელი აქტიურად ეხმარებოდნენ ცენტრალურ მცველებს.ანუ კოლუმბილებს თავის მესამე მეოდხედშიც და მეორე მეოდხედშიც-ხუთი კაცი გამოსდიოდათ,სადაც არ უნდა დაგეფურთხებინა ცენტრელურ ზონაში,აუცილებლად კოლუმბიელს მოხვდებოდა.ეგ იმას ნიშნავს,რომ კოლუმბიელებმა არა ხარისხით,არამედ რაოდენობით გადაწყვიტეს თავისაზე მიაღწიათ(და ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტია).ფლანგევბზე პრინციპში გაცვლა იყო ერთი-ერთზე,მაგრამ კინტეროს და კუადროდოს ,რათქმაუნდა შეეძლოთ ფლანგების დახმარება.ერთადერთი მსხვერპლი კოლუმბიელთა სქემის იყო-ფალკაო,რომელიც კოლუმბიელებმა მიაგდეს მარტო ინგლისელთა დაცვის წინააღმდეგ და რომლამდიც ბურთი საერთოდ არ მიდიოდა.სწორედ ამიტომ,პირველი ტაიმი წარიმართა ძირითად ბრძოლაში და კარში სახიფათო დარტყმები თითქმის არ იყო.კულემბიელებმა დააბეს ინგლისელები მოედნის ცენტრი,კი იყო პერიოდულად გადაცემები კეინზე,მაგგუაერზე(კოლუმბიელთა საჯარიმოში)მაგრამ ეს მომენტები უფრო ეპიზოდური ხასიათის იყო.
კოლუმბიელები ამ ყველაფერს ხედავდნენ და გადაწყვიტეს მეორე ტაიმისთვის არაფერი შეეცვალათ თამაშში.ერთადერთი რაც უნდა ექნათ კოლუმბიელებს-არ დაერღვიათ თამაშის წესები ხშირად.იმიტომ რომ,ინგლისელებს ძალიან უჭირდათ მოედნის ცენტრის გავლა,ეს იყო მაქსიმალურად რთული და ინგლისელები ბრძოლით თუ გადიოდნენ.ხარი კეინი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში იხევდა მოედნის ცენტრისაკენ,რათა ნახევარმცველებს ბურთის გათამაშებაში დახმარებოდა(იყო ეპიზოდი როდესაც თავის საჯარიმოსკენაც ჩავიდა,უბრალოდ შეტევის დასაწყებათ). მსაჯი,მთელი მატჩი,მთელი პირველი ტაიმი,მეორე ტაიმის დასაწყისი აჩერებდა თამაშს ყველა კუთხურისას ან ჯარიმისას.მსაჯი ხედავდა,რომ ზედმეტად ბინძურად იბრძოდნენ ლათინოსები და ეს არ შედის წესებში.ყოველ ჯერზე ის მათ აფრთხილებდა,რომ არ შეიძლება ესე თამაში.და იმ კუთხურის წინაც,რომელმაც პენლამდე მიიყვანა თამაში,მსაჯს თამაშის გაჩერება მიუწია,რომ კულუმბიელები დაეწყნარებინა.მაგრამ ლათინოსები რის ლათინოსები იქნებოდნენ რამე რომ ესმოდეთ:კოლუმბიელი მცველი მსჯის თვალწინ აქცევს კეინს(სამ მეტრში იყო მსაჯი).არ შეიძლება ესე აშკარად დაიჭირო ფეხბურთელი,არ შეიძლება ესე აშკარად ჯერ ჩაეხუტო ,მერე აძვრე მოწინააღმდეგეზე.ეს ცოტა სულელური საქციელი,მითუმეტეს ამდენი ახსნის შემდეგ.მაგრა ეტყობა კოლუმბიელები დიდი ინტელექტიტ დამძიმებულნი არ არიან და თერთმეტრიანიც აბსოლიტურად გამართლებული იყო.1-0, ინგლისი გადის წინ და აიძულებს კოლუმბიას ფორმაცია შეიცცალოს.აქ კი ყველაზე საინტერესო იწყება.ერთ-ერთო ჩამშლელის ნაცვლად გამოდის ბაკკა(მეორე თავდამსხმელად)კოლუმბია გადადის თამაშზე სამი ცენტრალური მცველით, მახიკა იწევს ზევით მოედნის ცენტში კი კოლუმბიური სამკუთხედი იქმნება.ორივე გუნდი იწყებს თამაშს ერთნაირი სქემით,ერთადერთი განსხვავებით.კოლუმბიელთა ნახევარდაცვის ცენტრში,სამი ნახევარმცველიდან-ორი დაცვითი ტიპის გახლავთ,ხოლო ინგლისელთა-შემტევი.მაგრამ ესეც დიდხანს არ გაგრძელდა,ალისს მაგივრად საუთგეითმა დაიერი გამოუშვა,სქემებიც იდენტური გახდა,შესაბამისად.ამ ყველაფერმა კოლუმბიას დიდი არაფერი მისცა,ერთადერთი მომენტი უოკერის ბავშვური შეცდომის შემდეგ მიიღეს,თუმცა კუარდადომ არაზუსტად დაარტყა.ამიტომ კოლუმბიელებმა კიდევ ერთი თავდამსხმელი გამოუშვეს(მურიელი) და გადავიდნენ 3-4-3 ზე. თუმცა არც ამან მოიტანა არაფერი,თამაშიდან კოლუმბიელებმა 90 წუთიდან ვერაფერი შექმნეს,ერთადერთი შანსი სტანდარტებიდან ქონდათ.სწორედ ამიტომ ვთვლი,რომ კოლუმბია საერთოდ არაფერს არ იმსახურებდა ამ თამაშში და მათი მეოდხედფინალში გასვლა სირცხვილი იქნებოდა.იტოგში,დამტებით წუთებზე გატანილი გოლით კოლუმბიამ თამაში დამატებით დროში გადიყვანა.
ინგლისელები არ იყვნენ აშკარად მზად დამატებით დროში სათამაშოდ,ამიტომ უბრალოდ ელოდნენ 30 წუთი პენალტების დაწყებას.ძალიან ცუდათ თამაშობდა ვარდი,რომელიც ახალი შემოსული იყო მაგრამ დარბოდა თითქოს მთელი თამაში გაეტარებინა მოედანზე.

15:03 | 04.07.2018
MatsSundin (1510)

https://www.youtube.com/watch?v=zMYiaVWuRdk

12:20 | 04.07.2018
roma1987 (33)

Yavelashvilo turebi gamoipxike.... sanam dainishnebodi 2 metrian enas ro atrialebdi exla mixede saqmes... kobis ar scalia saqmiani kacia gaviget... pirvel arxze jdomit saqme cin ver cava

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.092113