ფეხბურთი

21:50 | 16.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები: როცა ფავორიტებზე არავინ საუბრობს

 

როგორც იცით, 17 ოქტომბერს, საქართველოს 17-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური მატჩები დაეწყება. მე-11 ჯგუფში, ნოდარ აკობიას გუნდის მეტოქეები ჰოლანდია, ფარერები და სან მარინო იქნებიან. ოთხივე გუნდის მწვრთნელმა სასტუმრო Holiday inn-ში პრესკონფერენცია გამართა.

მარტენ სტეკელენბურგმა (ჰოლანდია), აკი იოჰანსენმა (ფარერები) და მირკო პაპინიმ (სან მარინო) აღნიშნეს, რომ ორგანიზება კარგია, მშვენიერ პირობებეში არიან და პრობლემა არ შექმნიათ.

ირაკლი ნაკაიძე (ტურნირის დირექტორი): “ტურნირისთვის მზადება დასრულებულია. მართალია, ახალგაზრდებს შორისაა მატჩები, მაგრამ უეფასგან ბევრი მოთხოვნაა და ეს შესრულებულია. გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ სტადიონზე იარონ. დასწრება უფასოა”.

აკი იოჰანსონი: “სამი დღეა, რაც აქ ვართ. პატარა ქვეყანას წარმოვადგენთ, ამდენად ჩვენთვის ყველა ჯგუფი ძლიერი იქნებოდა, რომელიც არ უნდა შეგვხვედროდა. ბედნიერი ვიქნები, თუ ორ საუკეთესოს შორის მოვხვდებით”.

მირკო პაპინი: “გამთენიისას ჩამოვედით და დღეს ერთი ვარჯიში გვქონდა. რეალურად რომ შევხედოთ, ჰოლანდია და საქართველო ჩვენზე ძლიერები არიან”.

მარტენ სტეკელენბურგი: - იოლ მატჩებს არ ველი, თუმცა ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ელიტ-რაუნდში გასვლაა.

- “აიაქსის” სკოლა მსოფლიოში განთქმულია და ამ ნაკრებშიც, საუკეთესო ჰოლანდიელი ჭაბუკები “აიაქსიდან” არიან?

- ასე ვერ გეტყვით, რადგან ამ ნაკრებში 5 ფეხბურთელია “აიაქსიდან”, 5 “ფეიენოორდიდან”. სხვა გუნდებიდანაც არიან, მაგალითად, ერთი “ვიტესიდანაცაა”. თუმცა, “აიაქსი” და “ფეიენოორდი” ამ მხრივ გამოირჩევიან.

ნოდარ აკობია: - მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ტურნირს ვმასპინძლობთ და სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ყველაფერი კარგადაა ორგანიზებული. ჩვენ ზუგდიდში გავიარეთ ორკვირიანი შეკრება, მაქსიმალურად მოვემზადეთ და მიზანი ნათელია: ელიტ-რაუნდში უნდა გავიდეთ. სან მარინოსა და ფარერების ნაკრებებს არ ვიცნობ, ჰოლანდიაში კი ვყოფილვართ და ვიცით იქაური ასაკობრივი ნაკრებების ძალა.

- 1996 წელს დაბადებულები წლეულს ელიტ-რაუნდში იყვნენ და ცოტა დააკლდათ ფინალურ ეტაპამდე. თუ შეგიძლიათ, რომ იმ გუნდს შეადაროთ თქვენი ნაკრები? რამდენად ნიჭიერი ჭაბუკები არიან?

- ამაზე რამდენიმე დღეში გაგცემთ პასუხს. დაველოდოთ თამაშებს.

- დანაკლისი ხომ არაა?

- არა. ჩვენ უცხოეთში მოთამაშე ჭაბუკები გვყავს. გერმანიაში თამაშობს კიდევ ამ ასაკის რამდენიმე ქართველი, თუმცა ამ ეტაპზე ვერ ესწრებოდა მათი საქმეში ნახვა.

 

აქვე, ჯგუფის კალენდარზე:

17 ოქტომბერი

14:00. “დინამო არენა”. ჰოლანდია-ფარერები

16:00. “მიხეილ მესხი”. საქართველო-სან მარინო

19 ოქტომბერი

14:00. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე. სან მარინო-ჰოლანდია

16:00. “მიხეილ მესხი”. საქართველო-ფარერები

22 ოქტომბერი

14:30. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე”. სან მარინო-ფარერები

14:30. “მიხეილ მესხი”. ჰოლანდია-საქართველო

 

ქართველთა შემადგენლობა:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე „საბურთალო“)

მცველები: ნიკოლოზ კევლიშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ვასილ კაციტაძე („დინამო“ თბილისი), რატი კაკიაშვილი, ცოტნე ნადარაია (ორივე „საბურთალო“), გიორგი ქობულაძე (35-ე სკოლა)

ნახევარმცველები: ირაკლი კომახიძე, შერმადინ ართმელაძე („შუქურა“, ქობულეთი), ნიკა ქორიძე („რეჯანა“, იტალია), ვლადიმერ მამუჩაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი (ორივე „საბურთალო“), ნიკა ლაშხია („ზესტაფონი“), გიორგი კიკნაძე („ლოკომოტივი“, თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი ბერიძე („დილა 2“, გორი), გიორგი ჯობავა („ოსერი“, საფრანგეთი), ბექა მიქელთაძე („ზესტაფონი“), საბა ცინცქილაძე („შუქურა“, ქობულეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116567