თამაშგარე

22:20 | 3.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაისა ოლივეირას მკერდ-ბარძაყის ლანდი

ლამაზმანები მთელს დუნიაზე არსად არიან ასე გადარეულნი და არსად ისეთი ხელჩართული ბრძოლა არაა გაჩაღებული საფეხბურთო ნაკრების თილისმის წოდების მოსაპოვებლად - როგორც ბრაზილიაში. ამ ქვეყანაში ვისაც კი არ ეზარება, ყველა იქადნება - ჩემი მკერდ-ბარძაყის ლანდი მიუძღვის წინ “სელესაოსო“ და ამოდენა ლამაზ-ლამაზი ასულების დრტვინვის ატანა არ გინდა?!...

აი მაგალითად გუშინ, სანამ მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრების მეოთხედფინალში გასვლა-არგასვლის ბედი გადაწყდებოდა, ბრაზილიელ მოდელს, რაისა ოლივეირას უთქვამს, ბრაზილიელ ფეხბურთელებს მხნეობასა და გამარჯვების ჟინს ჩემი სახისა და სიკეკლუცის გახსენება ეხმარება და წარმატების მიღწევაში ჩემი წვლილი განუზომელიაო.

რაისა ცხადია პირველი არაა, ვინც ამგვარ განცხადებას აკეთებს და კარაბადინები არ ეყოფა ყველა იმ ასულის ჩამოთვლას, რომლებიც ირწმუნებიან, ჩვენი შარმია ბრაზილიის ნაკრებზე გადაფარებულიო. ერთი ისაა, რომ ილივეირას ქალი რიგითი კოხტა ასული არაა და ამ გოგოს სახელი მთელს მსოფლიოში აქვს გავარდნილი. რაისა ოლივეირას ფოტოების გულისგულით მნახველი კაცი ცხადია არ იკითხავს და თავადაც მიხვდება რატომაც გაუვარდა სახელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123513