ჩოგბურთი

17:52 | 3.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

როჯერ ფედერერმა პატარა ქომაგი დაასაჩუქრა (+VIDEO)

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა უიმბლდონის 2018 წლის გათამაშებაში წარმატებული სტარტი აიღო და სერბი დუშან ლაიოვიჩი ადვილად დაამარცხა სამ სეტში (6:1, 6:3, 6:4).

მატჩის დასრულების შემდეგ შვეიცარიელმა ლეგენდამ პატარა გულშემატკივარი დაასაჩუქრა, რომელიც მას ბანერით ხელში ელოდა:

"როჯერ შეგიძლია შენი თავსახვევი მომცე, გთხოვ"...

"მხიარულმა როჯერმა" პატარა ქომაგს იმედი არ გაუწბილა, ჩანთიდან საჩუქარი ამოიღო და პუბლიკის აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103336