ფეხბურთი

18:06 | 2.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა

მილანის “ინტერმა” სტეფან დე ვრეი და კვადვო ასამოა ოფიციალურად გაიფორმა. ხსენებული ორი ფეხბურთელის დამატება აქამდეც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ტრანსფერები ოფიციალურად დღეს დადასტურდა.

დე ვრეიც და ასამოაც “ინტერს” “ლაციოდან” და “იუვენტუსიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდნენ. ჰოლანდიელმა მცველმა ხუთწლიანი, ხოლო განელმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“ინტერმა” მიმდინარე ზაფხულს რაჯა ნაინგოლანი, ლაუტარო მარტინესი და მატეო პოლიტანო უკვე დაიმატა.

0.116317