კალათბურთი

16:18 | 2.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

დურანტი „გოლდენ სტეიტს“ 61მილიონზე შეუთანხმდა

ESPN-ის ცნობით, კევინ დურანტი ერთ კვირაში „ოლდენ სტეიტთან“ ახალ 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რაშიც კევინი 61 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. წყაროს ცნობით, მოთამაშე და გუნდი კონტრაქტზე უკვე შეთანხმდნენ და კონტრაქტი ერთი კვირაში გაფორმდება.

დურანტი „გოდლენ სტეიტში“ 2016 წელს გადავიდა და „მეომრებმა“ ზედიზედ ორჯერ ნბა-ს ტიტული მოიპოვეს.

გასული სეზონის ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე კევინ დურანტი გახდა. კევინი პლეი ოფში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 30 ქულას, 7.8 მოხსნას და 4.7 პასს აგროვებდა.

0.101027