ფეხბურთი

1:32 | 2.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიის ნაკრები აგრძელებს, დანია - დაგვემშვიდობა

ეს იყო ბრძოლა, რომელშიც დამარცხება არავის ეკუთვნოდა. ხორვატიისა და დანიის ნაკრებებმა 120 წუთის განმავლობაში ერთმანეთს არაფერი დაუთმეს და ლოგიკური იყო, რომ ყველაფერი საფეხბურთო ლატარეამ, პენალტების სერიამ გადაწყვიტა.

შეხვედრა ფანტასტიკურ სტილში დაიწყო. მთელი თამაშის განმავლობაში დანიელთა მარცხენა მცველი კნუდსენი აუტებს საჯარიმოში აწვდიდა და ეს პირველად, პირველივე წუთზე გააკეთა. ამან შედეგი გამოიღო და დანიის ნაკრები სწრაფადვე დაწინაურდა. გოლი კი, ცენტრალურმა მცველმა მარტინ იორგენსენმა გაიტანა. ხორვატიამ საპასუხო შეტევაში მოახერხა წონასწორობის აღდგენა.

არადა, დანიელ მცველ ბურთი თანაგუნდელ დელანისთვის რომ არ მოერტყა, ხიფათი ჩაივლიდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა და მარიო მანჯუკიჩმა ახლო მანძილიდან გაათაბრა. ეს ყოველივე მეოთხე წუთისთვის მოხდა, მაგრამ დარჩენილი დრო სახიფათო მომენტებით მეტად ღარიბი გამოდგა და ძირითადად მხოლოდ ტაქტისკური ბრძოლა მიდიოდა მინდროზე. ამიტომაც, ლოგიკურად დაინიშნა დამატებითი დრო, სადაც არაფერი შეცვლილა. შიეცვალა მხოლოდ 116-ე წუთზე, როდესაც ლუკა მოდრიჩმა ფანტასიტკური პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა ანტე რებიჩი და მანაც მეკარე კასპერ შმეიხელი მოატყუა, ცარიელ კარში გატანას აპირებდა, მაგრამ იორგენსენმა წააქცია. პენალტი დაინიშნა, ბურთთან მოდრიჩი მივიდა და შმეიხელმა ივარგა – დანიას მეკარემ შანსი დაუტოვა.

პენალტების სერია ყოველთვის დრამაა და ახლაც ასე იყო. ბრწყინავლედ გაისარჯნენ კასპერ შმეიხელი და დანიელ შუბაშიჩი. დანიელთა კიპერმა პენალტების სერიაში ორჯერ შეძლო მეტოქის დაჯაბნა, ხოლო ხორვატთა კარის დარაჯმა სამი თერთმეტმეტრიანი მოიგერია. მოკლედ, შმეიხელს თავგანწირვა ვერ დაუფასეს თანაგუნდელებმა. დანიამ ბევრი იბრძოლა, რიგ ეპიზოდებში აჯობა კიდეც მეტოქეს, მაგრამ მაინც დატოვა მუნდიალი.

ხორვატია კი აგრძელებს ოცნებას – ბალკანელების მორიგი წინაღობა მასპინძელი რუსეთის ნაკრები იქნება.

ხორვატია – დანია 1:1 პენ: 3:2 (1:1)

ნიჟნი ნოვგოროდი, “ნიჟნი ნოვგოროდ სთედიუმი”

მაყურებელი: 40 851

ხორვატია (4-2-3-1): შუბაშიჩი; ვრსალიკო, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი (პივარიჩი 81); რაკიტიჩი, ბროჟოვიჩი (კოვაჩიჩი 71); რებიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი (კრამარიჩი 97); მანჯუკიჩი (ბადელი 108)

მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი

დანია (4-3-3): შმეიხელი; დალსგაარდი, კიაერი, მ. იორგენსენი, კნუდსენი; კრისტენსენი (შონე 46), დელანი (კრონ-დელი 98), ერიკსენი; პოულსენი, კორნელიუსი (ნ. იორგენსენი 66), ბრაითვაითი (სისტო 106)

მწვრთნელი: აგე ჰარეიდე

გოლები: 0:1 მ. იორგენსენი (1), 1:1 მანჯუკიჩი (4)

გაფრთხილება: მ. იორგენსენი (115)

გამოუყენებელი პენალტი: მოდრიჩი (116)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (7) – 15 (3) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: ნესტორ პიტანა (არგენტინა)

პენალტების სერია: 0:0 ერიკსენი (მეკარე), 0:0 ბადელი (მეკარე), 0:1 კიაერი, 1:1 კრამარიჩი, 1:2 კრონ-დელი, 2:2 მოდრიჩი, 2:2 შონე (მეკარე), 2:2 პივარიჩი (მეკარე), ნ. იორგენსენი (მეკარე), 3:2 რაკიტიჩი

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კასპერ შმეიხელი (დანია)

0.126962