ძიუდო

14:19 | 1.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მედლით დაასრულეს

სარაევოში, ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს 81, 90 და +90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშებული მედლების სამი კომპლექტიდან საქართველოს ნაკრებმა სამივეში მოიპოვა მედალი. მათ შორის, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

თავდაპირველად კვარცხლბეკის მესამე საფეხურამდე გზა გაიკვალა გიორგი შერეზადიშვილმა (81 კგ), შემდეგ იგივე შეძლო ილიასულამანიძემ (90 კგ), რომელმაც ნახევარფინალში თანაგუნდელ ნიკახარაზიშვილთან წაგების შემდეგ მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლა მოიგო. ფინალში გასულ ხარაზიშვილს ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა - რუსეთის წარმომადგენელ მატვეი კანიკოვსკისთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა.

მძიმე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა ინანეიშვილმა.

ერთი დღით ადრე მესამე ადგილი დაიკავა ლუკა კაპანაძემ (66 კგ).

geonoc.org.ge

Loading...
0.113064