ზაზა ფაჩულიას აკადემიაში დაიწყო NBA-ს კემპი, რომელშიც იღებენ მონაწილეობას 2006-2008 წლებში დაბადებული ბავშვები. კემპი ზაზას აკადემიაში უკვე მესამედ ტარდება.
ზაზა საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა და ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, რამდენიმე საათში ესტუმრა აკადემიას და კემპის პირველი დღის მეორე ფაზას დაესწრო.
პატარებისთვის ზაზას სტუმრობა მნიშვნელოვანი იყო. NBA-ს ორგზის ჩემპიონის რჩევები მათთვის აუცილებელი და საინტერესოა. ქართული სპორტის ლეგენდა კემპის მეორე დღესაც დაესწრება.
კემპში აქტიურად არის ჩართული ზაზას აკადემიის სპორტული მენეჯერი ლაშა ფარღალავა. და კემპში აქტიურად არის ჩართული აკადემიაში დასაქმებული ყველა სპეციალისტი.
სპეციალური სტუმრის სტატუსი აქვს ლეგენდარულ ესპანელ ქალბატონს - ამაია ვალდემოროს. WNBA-ს სამგზის ჩემპიონი, ევროლიგის ჩემპიონი, ესპანეთის 8-გზის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონი მონდომებული და მოტივირებულია.
ვალდემოროსთან ინტერვიუს ხვალ შემოგთავაზებთ.
კემპს ატარებს ვანია ჩერნივეცი. საკალათბურთო ოპერაციების მენეჯერი, ქალბატონი, რომელიც ზაზას აკადემიაში შარშანაც იყო და ის საქართველოს კარგად იცნობს.
დეტალებს და სტუმრების კომენტარებს მოგვიანებით მოგაწვდით.
ზაზა ფაჩულიას აკადემიის პრესსამსახური







