ფეხბურთი

15:10 | 29.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო ტორესის მომავალი ცნობილია

მადრიდის “ატლეტიკოსა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ფერნანდო ტორესი კარიერას იაპონიაში გააგრძელებს. As-ის ინფორმაციით, “ელ ნინიო” უკვე შეუთანხმდა “საგან ტოსუს”, რომლის შემადგენლობაში ესპანეთი მომდევნო სამი წლის განმავლობაში ითამაშებს.

ტორესი აზიელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და სეზონში ანაზღაურების სახით 6.2 მილიონ ევროს მიიღებს.

აქვე გეტყვით, რომ ფერნანდო ტორესამდე იაპონიის ჟ ლიგაში კიდევ ერთი ესპანელი ვარსკვლავი, ანდრეს ინიესტა გადაბარგდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109779