ფეხბურთი

13:17 | 28.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარსელოს განცხადება ტრავმასთან დაკავშირებით

ბრაზილიის ნაკრების მცველის, მარსელოს ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. ამის შესახებ თავად სამხრეთ ამერიკელმა მცველმა განაცხადა, რომელმაც სოციალურ ქსელში “სელესაოს” გულშემატკივრები დაამშვიდა.

“მადლობა მხარდაჭერისთვის. მადლობა ღმერთს, დაზიანება სერიოზული არაა და მალე დავბრუნდები. კმაყოფილი ვარ, რომ მოვიგეთ”, - დაწერა მარსელომ.

შეგახსენებთ, მარსელო სერბეთთან მატჩის მერვე წუთზე დაშავდა და თამაში ვერ გააგრძელა. ბრაზილიის ნაკრებმა კი მეტოქე 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც მექსიკის ნაკრებს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112979